ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, სტრასბურგის სასამართლოში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმის განხილვაზე საუბრობს.
იან კელი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე რაიმე სახის ზეწოლის საფრთხე არ არსებობს.
მისი თქმით, აუცილებელია სხვადასხვა სასამართლო ინსტიტუტს მიეცეს საშუალება შეამოწმოს და შეისწავლოს საქმის ყველა მხარე.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტია. არანაირი სახის დაშინების საფრთხეს ვერ ვხედავ ამ ინსტიტუტის მიმართ. ჩემი აზრით, მთავარია მივცეთ სხვადასხვა სასამართლო ინსტიტუტს შეამოწმოს საქმის ყველა მხარე. ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს არის სამართლიანობის საფუძველი. ვერც კი დავუშვებ, რომ ევროპულ სასამართლოზე ვინმე ზეწოლას ახდენდა,“ – განაცხადა იან კელიმ.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.
rustavi2.com