საზღვაო ბიოლოგი ზვიგენისგან კუზა ვეშაპმა გადაარჩინა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც საზღვაო ბიოლოგი ნან ჰაუსერი ამბობს, კუკის კუნძულებზე ექსპედიციის ჩატარებისას 22 700 კილოგრამის წონის მქონე ვეშაპმა ის ზვიგენისგან დაიცვა.
მისივე თქმით, ეს შესაძლოა პირველი შემთხვევა იყოს, როდესაც ვეშაპმა ადამიანი გადაარჩინა.