სამართალდამცავებმა ვესტიმინსტერზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ განხორციელებული რეიდების შედეგად 7 ადამიანი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის და კომისრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, მარკ როულის განცხადებით, სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში პატრულირებდნენ.
„ჯერ კიდევ გვჯერა, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და საერთაშორისო ტერორიზმით იყო შთაგონებული. ამ ეტაპზე, საზოგადოებისთვის მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ არ გვაქვს ინფორმაცია“,_განაცხადა როულმა.
როგორც ცნობილია,გუშინ ლონდონში პარლამენტთან მომხდარი თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, საავადმყოფოში ამ დროისთვის 29 ადამიანი მკურნალობს, ხოლო 7 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ამავე თემაზე:
ლონდონში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა