ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა,საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე მდებარე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
9 აპრილის სისხლიანი მოვლენებიდან 28 წელი გავიდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცების მიერ სასტიკად იქნა დარბეული. სისხლიან აქციას 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
(R)