იმერეთის რეგიონში, სხვადასხვა გზებით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციარების წითელი ცირკულარით ძებნის თაობაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
მოგახსენებთ, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბაზაში რეგისტრირებულ ბენეფიციართა რიცხვი 70 000-ზე მეტია, ხოლო პირის ძებნის ნებისმიერი პრაქტიკა ხორციელდება კონკრეტული დანაშაულისათვის, რაც ასევე რეგულირდება საერთაშორისო კანონმდებლობით. საქართველოში ერთდროულად 70 000-ზე მეტ პირზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, მსუბუქად რომ ვთქვათ შორსაა სიმართლისაგან.
მივმართავთ უწყების ბენეფიციარებს, ვეტერანებს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შესახებ სრული და დადასტურებული ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის http://veterans.gov.ge და სოციალური ქსელის https://www.facebook.com/veteranebi/ მეშვეობით. ნებისმიერ საკითხზე კი ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ უწყების ცხელ ხაზზე – 248 16 26. ამასთანავე, უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირებისგან. (R)