5 აგვისტოს, 11.00 საათზე, სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის” ოფთალმოლოგებმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციარებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს და გამოკვლევები ჩაუტარეს. სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, საჭიროებისამებრ, თბილისის სხვადასხვა რაიონის 40-მდე ვეტერანს შემდგომი მკურნალობაც დაენიშნებათ.
სამედიცინო ცენტრში ბენეფიციარების მომსახურებას, კოორდინირებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი მალხაზ თოფურია და „ლანცეტის” წარმომადგენელი, ექიმი დავით მუხიგული უწევდნენ. (R)