ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დიმიტრი მეგრელიშვილი წლების განმავლობაში სახანძრო დაცვის სამსახურში მუშაობდა. სწორედ აქედან აღმოჩნდა ბრძოლის ველზე.
დღეს იგი სოფლის მეურნეობითაა დაკავებული და საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთს უვლის.
როგორც ბატონი დიმიტრი ამბობს, ვეტერანების სასარგებლოდ, კანონმდებლობაში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს, სათანადოდ უნდა დაფასდნენ და ამაზე სახელმწიფომ მეტად უნდა იზრუნოს.
(R)