ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის პერსონალს ახალი დირექტორი – ლევან ჯუღელი წარუდგინეს.
შეხვედრაზე ჰოსპიტალის განვითარების გეგმაზე და პერსონალის წინაშე მდგარ სირთულეებზე ისაუბრეს.
აღნიშნულ თანამდებობამდე ლევან ჯუღელი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებს ხელმძღვანელობდა. 2001-06 წწ გახლდათ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამმართველოს უფროსი, 2006-09 წწ კლინიკა „სტანდარტ მედის“ დირექტორი, 2011-13 წწ „ჰუმან დიაგნოსტიკ-ჯორჯიას“-ს მენეჯერი, 2013 წელს ხელმძღანელობდა ქართული-იაპონური ერთობლივი სამედიცინო პროექტს.
1992-1993წწ აფხაზეთის საომარი მოქმედებებისას, ლევან ჯუღელი ხელმძღვანელობდა ქ.სოხუმის #2 საავადმყოფოს, უზრუნველყოფდა დაჭრილი და ავადმყოფი სამხედრო მოსამსახურეების ევაკუაციას.
2004 წელს ცხინვალის რეგიონში წარმოებული საბრძოლო მოქმედებების დროს პასუხისმგებლი იყო სამხედროების სრულ სამედიცინო უზრუნველყოფაზე.
მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის: საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით მინიჭებული მედალი – „მხედრული მამაცობისათვის“, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მადლობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის საპატიო სიგელი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამედინო სამსახურის საპატიო სიგელი და საფრანგეთის არმიის სამედიცინო სარდლობის მადლობა.
(R)