ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ჭადრაკსა და ნარდში გაიმართა ტურნირი, რომელშიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა და ვეტერანებმა მიიღეს მონაწილეობა.
ტურნირი ჭადრაკში ხუთ ტურად, ოლიმპიური სისტემით წარიმართა. პირველი ადგილის მფლობელი გახდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ თოფურია.
რაც შეეხება ტურნირს ნარდში, საპრიზო პირველი ადგილი დაიკავა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა. გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები და მედლები გადაეცათ.
ვეტერანის დღე 2014 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა და წელს მეხუთედ აღინიშნება. (R)