https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ვგრძნობდი რომ „კარლ ცეისთან“ გოლს გავიტანდი…“

9:04; 21.04.2018
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელ წერილში ერთ ცნობილ ქართველ ფეხბურთელს გავიხსენებთ. ვიტალი დარასელიას მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. 1981 წლის 13 მაისი და იენის „კარლ ცეისის“ კარში გატანილი გადამწყვეტი ბურთი. დარასელიას ხანმოკლე საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ამ გატანილი გოლის გარდა სხვა არაფერი რომ არ გაეკეთებინა, ქართული სპორტის ისტორიაში მაინც განსაკუთრებულ საპატიო ადგილს დაიკავებდა.

ვიტალი დარასელია ჩინებული ფეხბურთელი გახლდათ. სამწუხაროდ, ტრაგიკული შემთხვევის გამო, მისი ცხოვრება 25 წლის ასაკში შეწყდა. ფეხბურთელის ადრინდელი ინტერვიუების დახმარებით დღევანდელ წერილში მის სპორტულ კარიერას კიდევ ერთხელ გავიხსენებთ.

„ფეხბურთი ძალიან მიყვარდა, მაგრამ პირველად მძლეოსნობაში ვარჯიში დავიწყე  ოჩამჩირის ბავშვთა სპორტული სკოლის პირველ კლასში ვსწავლობდი, როცა მძლეოსანთა სექციაში ჩავირიცხე. იქ დიდხანს არ გავჩერებულვარ, დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ ფეხბურთში გადავინაცვლე _ უბრალოდ სირბილს, ბურთით რბენა მერჩივნა.

ჩემი ყველაზე თავგამოდებული გულშემატკივარი მამა იყო. უფრო მეტიც, ის იყო ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული კაცი და საოცრად მტკივნეულად განიცდიდა ჩემს წარმატებას თუ მარცხს. მამაჩემი ომიდან პირველი ჯგუფის ინვალიდი დაბრუნდა. ოცნებობდა, რომ მე და ჩემი უმცროსი და–ძმა ფიზიკურად და ზნეობრივად სრულყოფილი ადამიანები ვყოფილიყავით.

ბონდო კაკუბავასთან 8 წლისა მოვხვდი. ძალიან მადლიერი ვარ მისი. 12 წლის ვიყავი ჩვენი „ამირანი” პირველად რომ გავიდა „ტყავის ბურთის” რესპუბლიკური თასის ფინალში. ამას კიდევ სამი ფინალი მოჰყვა. მწვრთნელი თითქმის ყველა შეხვედრაში მათამაშებდა. საინტერესო ტურნირი იყო.

1974 წელს ოჩამჩირის „ამირანის” შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონატზე კარგად ვითამაშე – 23 შეხვედრაში 20 ბურთი შევაგდე და პირველობის დასრულების შემდეგ დასავლეთ საქართველოს ნაკრებში მოვხვდი. წლის ბოლოს საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებს ასეთ გუნდებში იწვევდნენ, მატჩებს კი თბილისის „დინამოს” და ქუთაისის „ტორპედოს” წარმომადგენლები აკვირდებოდნენ სასურველი მოთამაშეების შესარჩევად.

გამიმართლა, რომ დასავლეთ საქართველოს ნაკრების თამაშს „დინამოს” უფროსი მწვრთნელი მიხაილ იაკუშინიც დაესწრო. ცუდად არ მითამაშია, პირიქით, ყველაფერი კარგად გამომდიოდა, საერთოდ არ ვნერვიულობდი. ეტყობა მწვრთნელსაც მოვეწონე და „დინამოში” მიმიწვია. 1975 წლიდან უკვე თბილისში ვვარჯიშობდი.

იმ წელს სეზონისწინა შეკრება ლესელიძეში გავიარეთ. ათამდე საწვრთნელი მატჩი ჩავატარეთ. ზუსტად მახსოვს, 8 გოლი შევაგდე, მაგრამ ჩემპიონატი მაინც სათადარიგოთა შორის დავიწყე.

1975 წლის 11 მაისს პირველად ვითამაშე „დინამოში“, ტაშკენტის „ფახთაქორს” ვხვდებოდით. თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ვლადიმერ გუცაევი დაშავდა და მწვრთნელმა ძირითადში დამაყენა. აი, მაშინ ვინერვიულე თუ ვინერვიულე! მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ყველაზე ძალიან ის მახარებდა, რომ არაფერი გავაფუჭე.

„დინამოში” ახალმისული თავს შებოჭილად ვგრძნობდი. ჩემს წინ რევაზ ძოძუაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, მურთაზ ხურცილავა იდგნენ, მათი მოტყუება მსურდა, მაგრამ ფინტების გაკეთება მიჭირდა, მერიდებოდა. იაკუშინი ზუსტად მიხვდა რაც მჭირდა და თავისთან მიხმო: „თუ ვინმესი მოგერიდება, იცოდე, ვერაფერს მიაღწევ! ითამაშე და მანახე ის, რაც იცი. სხვანაირად არაფერი გამოვა“! მწვრთნელის სიტყვების შემდეგ მორიდება გაქრა, უფრო თავდაჯერებული გავხდი და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ყველაფერი არ გამომდიოდა, ნელ–ნელა სრულფასოვანი დინამოელი გავხდი.

უცნაურია, მაგრამ დინამოელებიდან ჩემი კერპი არავინ ყოფილა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ პატივს არ ვცემდი. კი, მომწონდა სლავა მეტრეველის და ედუარდ სტრელცოვის თამაში, მაგრამ კერპი? არა, კერპი არ მყავდა. და საერთოდ, ეს სიტყვა ძალიან მაღიზიანებს… უცხოელებიდან? ეუსებიო იყო ჩემი საყვარელი მოთამაშე.

„ამირანშიც” და „დინამოში” ჩატარებულ პირველ მატჩებშიც თავდამსხმელის პოზიციაზე ვთამაშობდი. როცა ნოდარ ახალკაცი დაინიშნა მთავარ მწვრთნელად, ერთ–ერთ შეკრებაზე მითხრა, მგონი, მოედნის შუაში უფრო კარგად გამოგივა თამაშიო. ყოველთვის მიყვარდა სივრცე და ცოტა არ იყოს, შევშინდი, ნახევარდაცვაში რა უნდა ვაკეთო–მეთქი, მაგრამ ვცადეთ და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მწვრთნელმა შეტევა არ ამიკრძალა, საჭიროების შემთხვევაში თავდამსხმელთა დახმარება თავისუფლად შემეძლო.

1981 წლის სეზონი, რა თქმა უნდა, საუკეთესო იყო, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 1979 წელი იყო. იმ სეზონში საბოლოოდ ვირწმუნე, რომ უმაღლეს დონეზე სტაბილურად შემეძლო თამაში. თან, 79-ში „დინამომ” ევროპის ძალიან ძლიერ კლუბებთან თანაბრად ითამაშა და ბიჭები მივხვდით, რომ საუკეთესო გუნდებს არაფრით ჩამოვუვარდებოდით.

წინათგრძნობა ნამდვილად მაქვს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი თასების მფლობელთა თასის ფინალია. დიუსელდორფის მატჩამდე ერთი კვირით ადრე ვგრძნობდი, რომ გოლს გავიტანდი. ის გოლი კი ასე გავიდა: ბურთი ყიფიანისგან მივიღე და ვიგრძენი, რომ ბოლომდე უნდა გავსულიყავი, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ამეღო. პასზე არც მიფიქრია. მკვეთრად მოვბრუნდი ბურთიანად და მოვატყუე ჰოპე, სწორედ ის ჰოპე, გოლი რომ გაგვიტანა. შემდეგ შნუპჰაზე დავინახე, თუმცა ნუკრი კაკილაშვილი წამომეშველა და მას გადაეღობა. კარისკენ გამეხსნა გზა და წამში მეკარე გრაპენტინთან პირისპირ აღმოვჩნდი. დარტყმის გარდა არაფერი დამრჩენოდა, წამით რომ დამეგვიანა, შესაძლოა, ის გოლი ვერც გამეტანა. დავარტყი და ბურთიც შევაგდე!

უზომო სიხარული იყო, უდიდესი! თვალებში დამიბნელდა, აღარც მახსოვს საით გავრბოდი. გონს რომ მოვედი, სერგო კუტივაძე მეხვეოდა. თავი მის მკერდში ჩავრგე და ორივენი ავტირდით. მერე ბიჭებიც მოცვივდნენ. მხოლოდ ეს მახსოვს იმ წამებიდან.

იქ, დიუსელდორფში გვითხრეს, რომ 13 მაისის ღამით თბილისში სასწაული ხდებოდა. ყველა დარწმუნებული ვიყავით, რომ ასეც იქნებოდა. ჩვენ 16 მაისს დავბრუნდით და რაც მაშინ ვნახე, ისიც სასწაული იყო: დინამოელები თვითმფრინავის ტრაპიდან აგვიტაცეს და ასე მიგვიყვანეს აეროპორტის შენობამდე, ხელიდან ხელში გადავდიოდით, ვიღაცები ფეხებზეც მკოცნიდნენ. ცოტა რომ ამოვისუნთქეთ, დავიმალეთ. რომ არ დავმალულიყავით, ალბათ, სიხარულის ემოციებს შევეწირებოდით…”

“1981 წლის სეზონში საუკეთესო უდავოდ რამაზ შენგელია იყო. მან ძალიან გააუმჯობესა გუნდური თამაში და რაც  მთავარია, გოლების გატანასაც უმატა.

მსოფლიო ჩემპიონატს მოუთმენლად ველი. კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ ვფიქრობ, უკეთესნი ვიქნებით, თუ ესპანეთში დავით ყიფიანი და ვლადიმერ გუცაევიც გვეყოლება. ორივე ძალიან ძლიერია. ვნახოთ მწვრთნელები რას გადაწყვეტენ.

საუკეთესო პარტნიორი? ის, ვინც მოედანზე აზროვნებს. საბედნიეროდ, „დინამოში” ასეთი ბევრია…”

“მწვრთნელებში ყოველთვის მიმართლებდა: ჯერ იყო ბონდო კაკუბავა, რომელმაც იმედისმომცემ მოთამაშედ მაქცია. შემდეგ მიხაილ იაკუშინი – სწორედ მან მიმიწვია თბილისის „დინამოში”; მერე კი ნოდარ ახალკაცი, ადამიანი, რომელმაც ჩემში ნახევარმცველი აღმოაჩინა. სამივე მათგანი  დიდი პიროვნებაა და სამივე სრულ თავისუფლებას მაძლევდა, ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გუნდის ინტერესებს გავითვალისწინებდი. მათი ძალიან მადლიერი ვარ…”

“ფეხბურთში გოლი ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ იცით, ჩემთვის მთავარი იყო მინდორზე გასვლა და თამაში. ჟურნალისტებმა რამდენჯერმე მკითხეს ფედოტოვის კლუბის შესახებ, ნუთუ არ გინდათ, რომ იქ მოხვდეთო, მაგრამ ეს ჩემი მიზანი არაა. შესაძლოა, კარიერის დასრულებამდე გავხდე კიდეც ამ კლუბის წევრი, თუმცა მთავარი, როგორც გითხარით, სტაბილური თამაშია. მინდა რაც შეიძლება მეტი შეხვედრა ჩავატარო „დინამოს” მაისურით…”

“მატჩის დღეს, როგორც  წესი, ცოტას ვლაპარაკობ. თამაშის დაწყებამდე 4-5 საათით ადრე მარტო ვრჩები. ჩავრთავ ხოლმე მაგნიტოფონს და მუსიკას ვუსმენ.

თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩება, თუმცა როცა ბაზაზე არ ვარ, ვცდილობ შვილებთან ვიყო. მიყვარს ბავშვებთან თამაში, მგონი, ამ დროს ყველაზე უკეთ ვისვენებ. ასევე ძალიან მსიამოვნებს მუსიკის მოსმენა, წიგნის წასაკითხად კი მხოლოდ მგზავრობის დროს ვიცლი.

32 ქვეყანა მოვიარე და იტალია ყველაზე ძალიან მომეწონა! ტემპერამენტიანი და სტუმართმოყვარე ხალხია. ხანდახან ვფიქრობ, რომ რაღაცით ვგავართ ერთმანეთს.

ყველაზე ძალიან წაგება მაღიზიანებს. მარცხის შემდეგ სახლიდან გასვლა არ მინდა, არ მსურს ხალხს დავენახო. ისინი უდიდეს იმედებს ამყარებენ ჩვენზე, ამ დროს კი, იმის ნაცვლად, რომ გავახაროთ, მოლოდინს ვუცრუებთ. წაგების შემდეგ საუკეთესო გამოსავალი, მგონი, შინ, ოჯახში ყოფნაა…”

„დინამოს” სიმბოლური გუნდის შედგენა რამდენჯერმე მთხოვეს, მაგრამ ყოველთვის ვიუარე. ბევრი ისეთი ფეხბურთელის თამაში არ მინახავს, ვინც დღეს ლეგენდად ითვლება. ამის გათვალისწინებით, ჩემი სიმბოლური  გუნდი ვერაფრით იქნება ობიექტური. უარის მიზეზი სწორედ ესაა“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

11:57; 5 თებერვალი, 2026
სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2 თებერვალი, 2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

შემთხვევა იაპონიაში

09:38; 1 თებერვალი, 2026

როგორ კოცნის და მზრუნველობს გორილა ახალშობილ ნაშიერს (ვიდეო)

ანტიკვარული ნივთების ქურდობა _ დაკავებულია ერთი პირი

ყველა სიახლე

ზაფრანი

ასტროლოგია და კომერციული ნიჭი   

9:58; 9.02.2026
ზაფრანი

რომელი მამაკაცები ითვლებიან იდეალურ ქმრებად   

9:57; 9.02.2026
მსოფლიო

სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

9:53; 9.02.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მაშველი ემსხვერპლა

21:07; 8.02.2026
საზოგადოება

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

19:16; 8.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8.02.2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8.02.2026
პოლიტიკა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

14:48; 8.02.2026
სამართალი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

13:51; 8.02.2026
მსოფლიო

ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

13:19; 8.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

13:02; 8.02.2026
საზოგადოება

“კლდოვანი მასა ჩამოვიდა, დროებით იკრძალება მოძრაობა”

12:43; 8.02.2026
მსოფლიო

მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

11:54; 8.02.2026
ზაფრანი

მიხეილ მესხის მაისური

11:08; 8.02.2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

10:57; 8.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო