ხვალ, ჩოხატაურში მერიის შენობასთან სუფსის ხეობის გადასარჩენად საპროტესტო აქციის ჩატარებაა დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ გოგი ტრაპაიძე სურების საინციატივო ჯგუფის სახელით ავრცელებს.
„ყველას ვისაც გული გიძგერთ და სიყვარული ,სითბო გაგაჩნიათ სუფსის ულამაზესი ხეობის მიმართ, მოგიწოდებთ შევიკრიბოთ 2021 წლის 2 მარტს 11 სთ 30წთ-ზე ჩოხატაურში მერიის შენობასთან მშვიდობიან გამაფრთხილებელ აქციაზე. საქმე ეხება ზემოსურებში ათეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთის “სუფსა-ენერჯი ჯორჯიაზე”გადაცემას 49-წლით ჰესების მშენებლობისთვის. მოგიწოდებთ ყველა სურებელს და სურებიდან წასულს, ყველას ვისაც შეხება აქვს სურების ხეობასთან დავდგეთ ერთად, ვიბრძოლოთ ჩვენი მამა-პაპების დანატოვარი მიწისთვის. ხეობაში არ უნდა განმეორდეს “ნამახვანი -2”. ვითარება საგანგაშოა,საქმე სასწორზე დევს. უნდა ვიბრძოლოთ თორემ მერე გვიან იქნება. გელოდებით ყველას სუფსის ხეობა საფრთხეშია!“_ წერია განცხადებაში.