შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, გურიაში 33 163 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ჯარიმებით დარიცხულმა თანხამ 1 941 450 ლარი შეადგინა. 20%-იანი შეღავათით ისარგებლა 16 150 პირმა. 20%-იანი შერავათით გადახდილმა თანხამ 743784 ლარი შეადგინა.
სტატისტიკის თანახმად, გურიის მხარეში შემავალ მუნიციპალიტეტებში ასეთი მდგომარეობაა:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 19 896 ვიდეოჯარიმა დაიწერა. ჯარიმების სახით დარიცხულმა თანხამ 11 186 900 ლარი შეადგინა. 20%-იანი შეღავათით 10 226-მა პირმა ისარგებლა. 20%-იანი შეღავათით გადახდილმა თანხამ 486608.5 ლარი შეადგინა. ყველაზე ხშირად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე და 118-ე მუხლების სხვადასხვა ნაწილების დარღვევა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, აქ 12743 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ვიდეოჯარიმებით დარიცხულმა თანხამ 689 550 ლარი შეადგინა. 20%-იანი შეღავათით ისარგებლა 5784-მა პირმა. 20%-იანი შეღავათით გადახდილმა თანხამ 246695.5 ლარი შეადგინა. აქაც ადმინისტრაციული სამართალდარღვეთა კოდექსის 125-ე და 118-ე მუხლების დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 524 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ვიდეოჯარიმებით დარიცხულმა თანხამ 65 000 ლარი შეადგინა. 20%-იანი შეღავათით ისარგებლა 140-მა პირმა. 20%-იანი შეღავათით გადახდილმა თანხამ 10 480 ლარი შეადგინა. როგორც სტატისტიკაშია ნათქვამი, ჩოხატაურის მუნციპალიტეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის სხვადასხვა ნაწილების დარღვევა დაფიქსირდა.