რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში არცერთი უკრაინული სკოლა არ დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას THE UNIAN ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ყირიმში 2014 წლის მარტამდე 7 უკრაინული სკოლა ფუნქციონირებდა.
როგორც მაუწყებლობა ყირიმის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ყირიმში სკოლები რუსულ და ყირიმულ თათრულ ენებზე ფუნქციონირებენ.
ყირიმში უკრაინული კულტურის ცენტრის აქტივისტის, ლეონიდ კუზმინის თქმით, უკრაინული ენის შესწავლის მდგომარეობა გაუარესებულია.
მაუწყებლის ცნობით, ოკუპაციის შემდეგ, ყირიმის კონსტიტუციის მე-10 მუხლის თანახმად სახელმწიფო ენის სტატუსი ნახევარკუნძულზე ყირიმულ თათრულს, რუსულს და უკრაინულს აქვს.