ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ქვეყანაში ვაქცინის ჩამოტანის თარიღს იქამდე აღარ დაასახელებს, ვიდრე ავიაბილეთის თარიღი არ იქნება ცნობილი.
“როდის იქნება კონკრეტული თარიღი, ამასთან დაკავშირებით მიდის ისევ კონსულტაციები, მე დღეს ამას აღარ დავასახელებ, ვიდრე არ იქნება კონკრეტულად ავიაბილეთის კონკრეტული თარიღი, რითიც ჩამოვა ეს ტვირთი აქ, უკვე ძალიან რთულია და მე მესმის დაბნეულობასაც იწვევს საზოგადოებისთვის ეს გადავადებების დააანონსება”, _ თქვა გაბუნიამ რუსთავი2-ის ეთერში საუბრისას.
საქართველოში ვაქცინის ჩამოტანის თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია და ისევ უცნობია როდის და რა ვაქცინას მივიღებთ.