ვიეტნამში ბინაში გახსნილი დაწესებულება აღმოაჩინეს, რომელიც გადამუშავებულ, გამოყენებულ პრეზერვატივებს ყიდდა. ამის შესახებ ინფორმაციას LadBible ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაწესებულებაში დაახლოებით 324,000 გამოყენებული პრეზერვატივი ხელმეორედ იფუთებოდა.
დაწესებულების მეპატრონის განცხადებით, ის ყოველ თვე უცნობი პირისგან გამოყენებულ პრეზერვატივებს იღებდა.
დამნაშავეები გამოყენებულ პრეზერვატივებს რეცხავდნენ, აშრობდნენ, შემდეგ კი არაჰიგიენურ პირობებში ფორმას აძლევდნენ, საბოლოოდ კი ფასდაკლებით ყიდდნენ.