ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შედეგად გარდაცვლილი ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე საგანგებო პრესკონფერენციაზე საგამოძიებო კომისიის იმ დასკვნას გამოეხმაურა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არის მომზადებული.
როგორც სარალიძე აცხადებს, მმართველი გუნდის მაღალჩინოსნები ხელს აფარებენ მისი შვილის მკვლელებს, რასაც შესაბამის პასუხს გასცემს.
,,მთელი საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდა იმაში, რომ მმართველი გუნდის მაღალჩინოსნები პირდაპირ აფარებენ ხელს ჩემი შვილის მკვლელებს და არა მარტო მკვლელებს, ამ საქმის გამყალბებლებს. ჩემი შვილი, როგორც ბესელიამ განმარტა, ვიღაცა არ არის და ვიღაცის გულის მოსაგებად არ იყო კომისია შექმნილი.
ყველაზე მთავარი საკითხი, რაც აწუხებს ბატონ მდინარაძეს, რომ თითქოს მირზა სუბელიანი არ იყო ჩარეული ამ საქმეში. თემირლან მაჩალიკაშვილი იქნა ლიკვიდირებული ზუსტად იმ ვიდეოს და იმ სურათების გამო, რომლის მიხედვით დგინდებოდა, რომ თითქოს ის მოძრაობდა ტერორისტებთან ერთად და აქ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში მირზა სუბელიანი ყოფილა ვიღაც პიროვნება“, _ თქვა სარალიძემ.