ეროვნულ გალერეასთან აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა.
“ეს წარწერა გაკეთდა პულივიზატორებით. პულივიზატორებიანი ჩანთა მეჭირა ხელში. პატრული დამდევდა როგორც ძაღლები დასდევენ ძეხვს. ამჯერად მართლა არაფრის დაწერას არ ვაპირებდი. ვიღაცის თავი მომხვდა ცხვირში ძალიან ძლიერად. ტუჩიდან სისხლი მოდიოდა. დავრეკე გენინსპექციაში ზომების მისაღებად. იქ მითხრეს, რომ სახელ-გვარი გაიგე, რომელმა პოლიციელმა იძალადა შენზეო”,_ ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნატა ფერაძე “მთავართან”.
ცნობისთვის, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.
აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სახელოვნებო და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლებმა კი გამოძიების დაწყება გააპროტესტეს.