რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ჟენევის ფორმატის ცვლილებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საუბარი არ არის იმაზე, რომ პრემიერმა იაროს შეხვედრებზე არამედ უნდა მომზადდეს მაღალი დონის შეხვედრა.
“საუბარია ამ ფორმატის გააქტიურებაზე. მისი ეფექტურობის გაზრდაზე. სწორედ ამ კუთხით უნდა განვიხილოთ ჩვენ პრემიერის ინიციატივა, საკუთარი ჩართულობის შესახებ. ეს ჩართულობა არ გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტი პრემიერმა უნდა ჩაანაცვლოს და რომ უნდა იაროს იქ პერიოდულად, არამედ როგორც მე წარმომიდგენია გულისხმობს იმას, რომ იქ საკითხები უნდა მომზადდეს,“-განაცხადა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას გაუქმდეს კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატი, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ მთავრობას აქვს დიალოგის და კონსულტაციების რეჟიმი პარტნიორებთან და ამას გააგრძელებს. ვიხელმძღვანელებთ მათი რჩევებით, ვისაც ჭკუა მოეკითხება,“ _განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ამავე თემაზე: ,,ხომ არ გავიწყდებათ, რა პირობებში ვცხოვრობთ, ამაზრზენია ოპოზიციის განცხადებები“
,,სუბარს თუ უნდა, რომ დონე ანახოს, თვითონ წავიდეს რუსეთში“_ თორნიკე შარაშენიძე