საქართველო მსოფლიო ჩემპიონს ემშვიდობება. ნუგზარ წურწუმიას მშობლიურ ქალაქში, ხობში დღეს კრძალავენ.
“დღეს ყველაზე მძიმე დღეა. სამუდამოდ ვემშვიდობებით ჩვენს ჩემპიონს”… კიდევ რამდენი წარმატები ელოდა ჩვენს ნუგოს. დიდი ტრაგედია დატრიალდა, ვილოცოთ ჩვენი ჩემპიონის სულისთვის”, _ წერენ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია 3 ივლისს გარდაიცვალა. სპორტსმენი ხობში, საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.