პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში, დაახლოებით, შვიდი დღეა, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღიათ. მისივე თქმით, დღეს კლინიკიდან ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება.
„გვყავს 2 ორსული ქალი, მათი და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია. ორსული ქალების პირველად პასუხებს დღეს ველოდებით. კლინიკაში 10 მარტიდან დღემდე 1 500-მდე საეჭვო შემთხვევა გატარდა, აქედან 163 იყო კოვიდინფიცირებული, აქედან 125-მა პაციენტმა კლინიკა დატოვა. დღეს ჩვენს კლინიკაში მთავრდება მედპერსონალის 15 დღე, რომელმაც კლინიკაში მკაცრი კარანტინის პირობებში გაატარა, ჩატარებული ტესტირების შედეგად არც ერთ მათგანს კორონა არ დაუდასტურდა და ესენი 14 დღე კვლავ მკაცრ საკარანტინო პირობებში გადავლენ. ახლა კლინიკაში ახალი ბრიგადა შემოვიდა და იმედი გვაქს, რომ ეს ბრიგადა ჩვენი კლინიკისთვის ბოლი იქნება. ძალიან გვინდა, რომ პირველი ივნისიდან ჩვენმა კლინიკამ კოვიდთან ბრძოლა შეწყვიტოს და ჩვეულებრივ პაციენტებს მოვემსახუროთ“, – აღნიშნა რატიანმა.