“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყებამდე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
„მთავრობის საყურადღებოდ ვიტყვი: თუკი ქვეყანას სურს წინსვლა ევროპულ გზაზე, სხვაგვარად უნდა იმოქმედონ. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ხალხს იმედი მივცეთ, არამედ მთავრობისთვის იმის სათქმელად, რომ არასწორია ხალხის სურვილის გაუთვალისწინებლობა“, – თქვა მან.
„საქართველოზე ლაპარაკისას, მე მართლაც, მართლაც ვიმედოვნებ, რომ თქვენი ხალხის დახმარებით, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გზას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მათ ხელშია“, – განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში.





























































