საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებას ტვიტერზე გამოეხმაურა
საქართველოში ევროკაშვირის ელჩი, კარლ ჰარცელი, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებას გამოეხმაურა.
„8 მარტის შეთანხმების შემდეგ 142 ხმა დავითვალე, ვინც მხარს უჭერდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმებას. მივესალმები დღეს პარლამენტის მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით, 136 ხმით დამტკიცებას. ვიმედოვნებ, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად“, – წერს ჰარცელი ტვიტერზე.