2023 წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციამ „ქალები ქალებისთვის“ ახალი პროექტის -“ვიმოქმედოთ ერთად“ განხორციელება დაიწყო, რომლის ძირითად სამიზნე ჯგუფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლები (მეურვეები) წარმოადგენენ.
პროექტის ფარგლებში შექმნილია ადვოკატირების ჯგუფი, რომელშიც შედის არსამთავრობო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები. ისინი ათი თვის განმავლობაში, ჩოხატაურის ყველა სოფელში შეხვდებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლებს და მათ მეურვეებს. შეხვედრები გაიმართა გოგოლესუბანსა და ჯვარცხმაში, რომელსაც ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების „ქალები ქალებისთვის“, „ოდა ქეარის“, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის და მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები. აგრეთვე, საჯარო სკოლების პედაგოგები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და სოფლის ამბულატორიის ექიმები. შეხვედრაზე მშობლებს მიაწოდეს ინფორმაცია თავიანთ უფლებებსა და იმ სერვისებზე, რომელიც განკუთვნილია სტატუსის მქონე პირთათვის. აგრეთვე, ისაუბრეს არსებულ საჭიროებებსა და პრობლემებზე, მათი მოგვარების და გადაჭრის გზებზე. პროექტის ფარგლებში, 2 და 3 ნოემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მშობლებისა და მეურვეებისთვის ჩატარდა ტრენინგი, რომლის თემა იყო „სახელმწიფო და მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის სერვისები“. ტრენინგს უძღვებოდა ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის თავმჯდომარე ფიქრია გიორგაძე. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved