პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარმოდგენილ არჩილ კოჭლამაზაშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად, 89 ხმით დაუჭირა.
მოსამართლეობის კანდიდატის საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, კენჭსაყრელად პლენარულ სხდომას წარედგინა.

































































