ლეგენდარული ფრანგი მსახიობის ბრიჯიტ ბარდოს განსახიერება ბევრს ხვდა წილად.
თავის დროზე სუპერმოდელმა ელ მაკფერსონმა მოირგო ბრიჯიტ ბარდოს როლი. ამას გარდა, ცნობილმა მოდელმა ჟიზელ ბუნდჰემმა “Elle”-ის გარეკანისთვის იპოზიორა. ლინდსი ლოჰანი კი, “Entertainment Weekly” გარეკანზე დაბეჭდეს.
ახალგაზრდა დაკოტა ფენინგმაც არ იუარა ბრიჯიტ ბარდოს როლის მორგება.
ბრიტანელმა მოდელმა კარა დელვინმა, ერთ–ერთი მოდური ბრენდის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
კარმენ ელექტრამ კი, “Shon Magazine”-ისთვის სიცოცხლით სავსე ბრიჯიტ ბარდო განასახიერა.
ავტორი