ვერძი
ვერძი ნებისმიერ საქმეს მთლიანად უძღვნის თავს. იგივე შეიძლება ითქვას ურთიერთობებზეც. ის მიჩვეულია, რომ თავისი გრძნობები პირდაპირ, მოურიდებლად გამოხატოს, რაც შეიძლება უხერხული იყოს ირგვლივ მყოფებისთვის და დააბნიოს ისინი.
თუ ვერძი ხართ და საკუთარ თავში ამგვარი ქცევა შენიშნეთ, მაშინ დაყოვნება უნდა ისწავლოთ – 5, 10, 30 წუთი, სანამ ვინმეს პირში მიახლით, რას ფიქრობთ მასზე. ამ დროს თქვენი ემოციების სიმძაფრე დაიკლებს და შეგეძლებათ არსებული სიტუაციისადმი თქვენს დამოკიდებულებას გადახედოთ. ეს ყველასთვის უკეთესი იქნება.
ქალწული
რამდენადაც ქალწულები ძალიან კრიტიკულები არიან, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ისინი ყოველთვის გაიაზრებენ მოსალოდნელ დადებით და უარყოფით შედეგებს. ხასიათის ეს თვისება ეხმარება მათ, აირჩიონ სწორი გზა და ნებისმიერ ადამიანს შეეწინააღმდეგონ, პირდაპირ მიუთითონ მის არასწორ საქციელზე.
თუ ქალწულს სთხოვთ, პატიოსნად გამოხატოს თავისი აზრი, ასეც მოიქცევა და შესაძლოა არ მოგეწონოთ, რასაც მისი პირიდან გაიგონებთ. შეგვიძლია ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებს ნამდვილი მეგობრები ვუწოდოთ, რადგან ისინი ყოველთვის დაგეხმარებიან პიროვნულ განვითარებაში და შეცდომების გამოსწორებაში.
ლომი
ლომებს, ზედმეტი ფიქრისა და დაყოვნების გარეშე, ირგვლივ ყველაფრის დრამატიზებისა და ემოციების სხვებზე გადატანისკენ აქვთ მიდრეკილება. ლომი ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელიც მოურიდებლად გეტყვით, რომ ჩაცმის არჩეული სტილი გასუქებთ, თმა კი ცუდად გაქვთ შეჭრილი, მაგრამ არა იმიტომ, რომ განზრახ გაწყენინოთ, – მას სრულიად განსხვავებული მოტივები აქვს.
ლომი ყოველთვის ისწრაფვის, გახდეს ლიდერი, დაამტკიცოს თავისი ავტორიტეტი. მისი აზრით, საყოველთაო ნდობისა და პატივისცემის მოსაპოვებლად საუკეთესო სტრატეგია სრული გულწრფელობაა.
მშვილდოსანი
თუ გინდათ, რომ ვინმემ სრული სიმართლე გითხრათ შეულამაზებლად, მშვილდოსანს მიმართეთ. როგორც კი რაიმე აზრი მოუვა თავში, მაშინვე ახმოვანებს. ასე რომ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ მისი სიტყვების გულწრფელობაში.
მშვილდოსანი მუდამ ჩქარობს სიმართლის საძებრად. მმართველი პლანეტის ზემოქმედებით, მისი ხასიათის ძლიერი თვისება ჭეშმარიტების ძიება, თვალსაწიერის გაფართოება და გულწრფელობა ხდება.





































































