“გურია ნიუსმა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წარსადგენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მოიპოვა. სიაში მხოლოდ რამდენიმე სოფელშია ახალი სახე, უმეტესობა სოფლებში კი ისევ ძველი სახეები არიან. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც უკვე რამდენიმე არჩევნებში იყარეს კენჭი. როგორც ბახვის, ბაილეთის, სილაურისა და მელექედურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ეროდი გორდელაძე, პაატა კიღურაძე, გოჩა კილაძე და ლევან კილაძე ამბობენ, მათ სოფელში ანალოგი არ ჰყავთ და კონკურენციას ვერავინ გაუწევთ.
“ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული სია ასე გამოიყურება:
სოფელ ოზურგეთი _ ირაკლი ჩხაიძე; გურიანთა _ ბონდო ღლონტი; მერია _ ალექსანდრე ღლონტი; ნატანები _ თამაზ ტუღუში; ურეკი _ ბიძინა იმნაიშვილი; დვაბზუ _ როზეტა სკამკოჩაიშვილი; შრომა _ დავით ჭაკნელიძე; თხინვალი _ ვალერი ჩხაიძე; კონჭკათი _ გელა აროშიძე; ვაკიჯვარი _ ბაჩანა ნიჟარაძე; ბახვი _ ეროდი გორდელაძე; ასკანა _ ლევან ნინიძე; მთისპირი _ ვლადიმერ ჩავლეშვილი; ლიხაური _ თამაზ სალუქვაძე; მაკვანეთი _ ბექა თოიძე; შემოქმედი _ თამაზ ბურჭულაძე; ჭანიეთი _ ავთო სურგულაძე; ბაილეთი _ პაატა კიღურაძე; ჯუმათი _ მერაბ ბერიძე; სილაური _ გოჩა კილაძე; ნაგომარი _ ალეკო გოგოძე; ცხემლისხიდი _ ლალი სიჭინავა; ძიმითი _ ტიტე მგელაძე; დაბა ნასაკირალი _ შოთა ართმელაძე, დაბა ლაითური _ რესან გაბაიძე, დაბა ნარუჯა _ გურამ კოჩალიძე.
“გურია ნიუსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 5 მაჟორიტარის ნაცვლად მხოლოდ 2 დეპუტატი ეყოლება. სადაც კვლავ წინა საკრებულოს მოწვევის დეპუტატები ცდილობენ თავიანთი კანდიდატურების დაყენებას.
“გურია ნიუსი“დაუკავშირდა “ქართული ოცნება“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს დავით დარჩიას, რომელმაც დაადასტურა აღნიშნულ პიროვნებების შესახებ ინფორმაცია:
“ეს პიროვნებები განიხილებიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პოსტზე“.
რაც შეეხება იმას, თუ ვის მიერ არის შერჩეული აღნიშნული პიროვნებები, დარჩია გვპასუხობს, რომ ეს პარტიამ გადაწყვიტა.
ამავე თემაზე: ყოფილი “ნაცები” “ოცნების” კანდიდატებად _ ვის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს დავით დარჩია და გია სალუქვაძე