მეცნიერებმა დაადგინეს, ადამიანთა ეს მომთაბარე ჯგუფი, რომელმაც მთელი ევროპა მოიცვა და ხანდახან ზოგიერთ ქვეყანაში გაღიზიანებასაც კი იწვევს, სინამდვილეში ევროპული წარმოშობისანი არიან.
როგორც გაირკვა, ისინი ევროპაში 1500 წლის წინ დასახლდნენ.
ესპანეთის ბიოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა დევიდ კომასმა გადაწყვიტა, საფუძვლიანად შეესწავლა ბოშათა წარმომავლობა, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგანაც ბოშებს დაწერილი მატიანე არ აქვთ. პირველი წერილობითი წყარო, რომელიც ბოშებს შეეხება მე-15 საუკუნით თარიღდება. თუმცა, გენეტიკის ზედმიწევნითი სწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ბოშები, შესაძლოა, 2 ათასწლეულზე მეტია, რაც ევროპაში დასახლდნენ.
დღესდღეობით, ევროპაში 11 მილიონი ბოშაა, რომელთაგან ყველაზე მეტი ესპანეთში, რუმინეთსა და ესტონეთში ცხოვრობენ. მათ მოხეტიალე ჯგუფებად მიიჩნევდნენ და საუკუნეების მანძილზე დისკრიმინაციის ობიექტები იყვნენ. მე-20 საუკუნის დროს კი უამრავი ბოშა ემსხვერპლა ფაშისტურ რეჟიმს.
უნგრეთში არსებობს „ბოშათა უფლებათა დაცვის ცენტრი“, სადაც აცხადებენ, რომ ბოშები მე-6 საუკუნემდე გამოჩნდნენ ევროპაში. ასე რომ, ისინი უფრო ადრე დასახლდნენ ევროპაში, ვიდრე ზოგიერთი სხვა ევროპული ერი.