https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ არიან ონლაინნარკობარონები?!

22:33; 8.04.2023
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ერთობლივად ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად 58 პირი დააკავეს, მათ შორის 31 ნარკორეალიზაციის ბრალდებით (დაკავებულებს შორის 10 ქალია). განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია ერთდროულად ფონიჭალაში (4 ლოკაციაზე), კაბალსა და გორში ჩაატარეს. ბრალდებულების სახლებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – კოკაინი, ჰეროინი, MDMA, “მეტადონი” და სხვ. გამსაღებლები ნარკოტიკებს კონკრეტულ ადგილებში მალავდნენ, შემდეგ ფოტოებს იღებდნენ და შესაბამისი კოორდინატებით უგზავნიდნენ შეძენის მსურველებს. ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მექანიზმებზე იურისტი, ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ემზარ საბანაძე გვესაუბრება:

– პრობლემა ის არის, რომ საზღვარი გვაქვს გარღვეული – ძალიან იოლია საქართველოს ტერიტორიაზე ყველაფრის შემოტანა. ნარკოტიკულ საშუალებებს საქართველოში საზღვრის გარეშე ვერავინ შემოიტანს, საზღვარს შსს აკონტროლებს და გამოდის, არაჯეროვნად ასრულებს თავის მოვალეობას. ნარკოტიკების რეალიზაციისთვის არის ონლაინბაზარიც. თბილისში 5-6 ადგილია, სადაც ნარკოტიკების რეალიზაცია ხდება – ლოტკინის ტყე, ზღვის ტერიტორია და ა. შ. დიდი ალბათობით, მავანი შეთანხმებულია ნარკორეალიზატორებთან, რადგან შეუძლებელია საქართველოში ნარკორეალიზაცია ისე, რომ შსს-ს ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდეს. უბნებში რომ დაიაროთ, აშკარა ფორმებით ხდება ნარკოტიკების გასაღება. ყველამ იცის, ვინ არის ნარკორეალიზატორი, მაგრამ იჭერენ იმას, ვინც არ თანამშრომლობს სისტემასთან.

დაკავებებიც პერიოდულად იმიტომ ხდება, რათა აჩვენონ, ვმუშაობთო. საქართველო ნარკოტრანზიტული ქვეყანაა, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია საქართველოს ნებისმიერი წერტილი გამოიყენოს ნარკოტიკის შემოტანა-გადაადგილებისთვის. შსს-მ დაიდოს რუკა და ნახავს, ავღანეთიდან წამოსული ნარკოტიკი რომელ ქვეყნებს გამოივლის და რა გზით შემოვა საქართველოში. საუბარია არა მარტო მძიმე, არამედ კლუბურ და სხვა ნარკოტიკებზეც, რომლებიც შესაძლებელია ბაქოდანაც, სომხეთიდანაც, შავი ზღვითაც, თურქეთიდანაც და ა.შ. შემოდიოდეს. შეუძლებელია შსს-მ არ იცოდეს, რა ხდება სარფის საზღვართან ან თბილისის ტყეებში. იჭერენ ახალგაზრდას, რომელმაც ნარკოტიკი ონლაინ შეუკვეთა და მას რეალიზაციისთვის ასამართლებენ. არადა, ვიღაცამ ხომ დადო ის ნარკოტიკი, იმას რატომ არ იჭერენ? ქვემო ფონიჭალა გაძეძგილია რეალიზატორებით. გინახავთ, ალბათ, იქაური სახლები. გაჭირვებული, უმუშევარი კაცი მარტო მწვანილის გაყიდვით ასეთ კაპიტალურ სახლს ვერ ააშენებს. ვერ დავიჯერებ, რომ შესაბამისი ორგანოები ცუდად მუშაობენ იქიდან გამომდინარე, რომ შსს-ს ძალიან კარგი თანამშრომლები ჰყავს, აქვს კარგი ტექნიკა საზღვრების გასაკონტროლებლად და მაინც თავისუფლად შემოდის და იყიდება ნარკოტიკები. რა უნდა ვიფიქროთ? დღეს რომ 31 კაცი დაიჭირეს, ნახევარზე მეტს საპროცესოს გაუფორმებენ, ჯარიმად დიდ თანხას გადაახდევინებენ და გამოუშვებენ. ეს იმისათვის კეთდება, რომ დაფიქსირდეს სტატისტიკა და აჩვენონ, ნარკოდანაშაულს ვებრძვითო.

– იქნებ მათ ითანამშრომლონ და დილერამდეც მიიყვანონ?

– რას ამბობთ, ზუსტად იმიტომ იჭერენ, დილერამდე რომ ვერ მივიდნენ. დილერი დიდი ფულის წყაროა და ვინმეს უნდა ფულის წყაროს გაქრობა? დილერები დღესაც და ხვალაც სასათბურე პირობებში იქნებიან, დაიჭერენ იმ პატარა თევზებს, რომლებიც ისე მომრავლდნენ, ნარკოტიკების მოძრაობის გაკონტროლებას უკვე ხელს უშლიან.

– პროცენტულად თუ არის ცნობილი, რამდენი ნარკოტიკი შემოდის, რამდენი მზადდება ადგილზე და როგორია გასაღების სქემა?

– საქართველო დღეს პატარა ნარკობაზარია. ვინ იტყვის, რამდენი შემოდის?

გასაღების სქემა ყველა ნარკოტიკზე სხვადასხვანაირია. ამ ბოლო დროს ტრენდული გახდა ონლაინგასაღება – მოქალაქეები სპეციალურ საიტებზე შედიან, უკვეთენ და იღებენ ნარკოტიკს. მერე იჭერენ მესამე პირს. მაგალითად, იქსმა შეუკვეთა ნარკოტიკი იგრეკს, რომელიც შემკვეთს უგზავნის ფოტოს და მიუთითებს მისამართს, სადაც ნარკოტიკი დევს. შუამავალი, რომელიც მითითებულ ადგილზე დებს ნარკოტიკს, არსად არ ჩანს. ამ იქს-პიროვნებამ შემდეგ მოინდომა იგრეკის გადაგდება (ანუ გამომგზავნი რეალიზატორის), რომელიც გაბრაზდა და შსს-ში შედის ინფორმაცია, რის საფუძველზეც რეალიზაციის მცდელობისთვის აკავებენ იქსს, რომელმაც რეალიზატორის გადაგდება გადაწყვიტა. აქ სქემის ერთი ჯაჭვია. ასე რომ, იჭერენ მესამე პირს, პირველსა და მეორეს – არა. ამ სისტემაში ყველაზე ცუდი ის არის, როცა ადვოკატი პოლიციელს უსვამს კითხვას, საიდან შემოგივიდა ოპერატიული ინფორმაციაო, ის წყაროს მალავს. ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ეს კორუფციის ბუდეა.

– შსს-ს იატაკქვეშა ლაბორატორიებზეც ექნება ინფორმაცია?

– რასაკვირველია, ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ისეთი უვიცები და სუსტები არიან, ეს ინფორმაცია არ ჰქონდეთ. თუ არ იციან და ვიღაც ამ უკანონობას სჩადის, წარმოიდგინეთ, რა დიდი შესაძლებლობა ეძლევათ მტრულად განწყობილ ქვეყნებს, ჩვენთან ისეთი დაჯგუფებები შექმნან, რომლებითაც საქართველოს მთლიანობა საფრთხის ქვეშ დადგება – თუკი პატარა საამქროები ვერ გამოავლინე, თუ ვიღაც ქიმიკოსმა შეძლო შენი გაცურება, ჩვენ გარშემო ვეებერთელა ქვეყნების სპეცსამსახურები რაღას იზამენ?

– ნარკოპოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობას თუ ხედავთ?

– ნარკოპოლიტიკა გასამკაცრებელია. რაც არ უნდა დიდი თანხა გადაიხადოს, ნარკორეალიზატორების გარეთ გამოშვება არ შეიძლება. არც მინიმალური სასჯელი უნდა იყოს. ამასთან, უნდა ხდებოდეს ნარკორეალიზატორის ქონების კონფისკაცია – პირი, რომელიც ფულს სხვისი სიცოცხლის მოსპობით შოულობს, სათანადოდ უნდა დაისაჯოს. ისედაც პატარა ერი ვართ და შეხედეთ, ბავშვები რა დღეში არიან – დაახლოებით 60 ათასამდე მძიმე და 300 ათასამდე მსუბუქ ნარკოტიკზე დამოკიდებული გვყავს. ეს ხომ უბედურებაა?!

დღეს პირდაპირ თბილისის სკვერებში, მოედნებზე ყიდიან ნარკოტიკებს და არ მჯერა, რომ პოლიციამ ეს არ იცის. ჩანს, ვიღაც ამით ხეირობს.

ახლა ამ დაკავებულ 31 ნარკორეალიზატორს ჯარიმად დიდ ფულს გადაახდევინებენ. ზუსტად იციან, ვის რამდენი აქვს გაყიდული და ვის რამდენი შეიძლება ჰქონდეს სახლში. მერე ისინი გამოვლენ და გააგრძელებენ “მუშაობას”. ერთხელ სამაგალითოდ რომ დაისაჯოს, მეორედ ამას აღარ გაბედავს, მაგრამ ხომ ვხედავთ, იჭერენ და 6 თვეში ან 1 წელში თავისუფალია.

შსს-ს ვურჩევდი, აქცენტი არა ნარკომომხმარებლებზე, არამედ ნარკორეალიზატორებზე გადაიტანოს. ამ უწყების სახელს ისინი აკნინებენ და არა მომხმარებლები, რომელთაც მკურნალობა სჭირდებათ. სამინისტროს სახელის შენარჩუნება თუ უნდა, არ გამოუშვან რეალიზატორები, მაგრამ როცა დიდი ფული ტრიალებს ან სამინისტრომ რა გააკეთოს? უბრალო პოლიციელმა როგორ ჩაატაროს სხვადასხვა ღონისძიება, თუკი ზემოთ არა აქვს მწვანე ანთებული?

დავით ვადაჭკორია, კლინიკა “ნეოგენის” ხელმძღვანელი, ნარკოლოგი, მედიცინის დოქტორი:

– პანდემიის პერიოდში შეფასება არ მომხდარა და არ არსებობს ახალი სტატისტიკა, რამდენი ნარკოდამოკიდებულია ქვეყანაში. ძველი მონაცემებით, მძიმე ნარკოტიკების (ინტრავენური) მომხმარებელი სადღაც 50 ათასის ფარგლებშია. ახლა შესაძლოა რიცხვი გაზრდილია კიდეც. ნარკომოხმარების ზრდას ბევრი ფაქტორი განაპირობებს და რაც მთავარია, ნარკოტიკის ხელმისაწვდომობა. არსებობს ონლაინბაზარიც, რომლის გაკონტროლება ძალიან ძნელია. ერთ-ერთი ფაქტორი ისიცაა, რომ ქვეყანაში ჯერ არ ჩამოყალიბებულა მწყობრი პრევენციული სისტემა, რომლის მეშვეობითაც ჩატარდება სამუშაო სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, რათა ახალი მომხმარებლების რაოდენობა არ გაიზარდოს.

მთელი ანკლავებია, სადაც ნარკოტიკული საშუალებები საღდება. უპირველესად უნდა გაძლიერდეს მუშაობა გამსაღებლებისა და ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების შემოდინების აღსაკვეთად. სხვათა შორის, ზოგ შემთხვევაში საქართველო მსოფლიო ნარკოტრაფიკის სატრანზიტო დერეფნადაც კი განიხილება. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ნარკოსაშუალებების შემოდინება რომ შემცირდეს, დიდი მუშაობაა საჭირო.

მეორე ფაქტორი, რაც ყველაზე მძიმე ტენდენციაა არა მარტო საქართველოში, არის სტიმულატორების მომხმარებელთა ზრდა – კოკაინის, “ამფეტამინისა” და სხვა ნარკოტიკის, რომლებიც გაცილებით სახიფათოა, ვიდრე ჰეროინი, ბუპრენორფინი და სხვები, რაც ძალიან მაშფოთებს. “ამფეტამინი” და კოკაინი რამდენიმე წლის წინ არ იყო საქართველოს ბაზარზე, ახლა კი მათი რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია. იგივე ითქმის “ამფეტამინზეც”, რომელიც უმძიმესი ნარკოტიკია და მისი მომხმარებლის მართვა გაცილებით რთულია, ვიდრე ჰეროინის, ბუპრენორფინის და ა.შ. მომხმარებლის. ამ ჯგუფის მომხმარებელთა რიცხვი ძალიან გაიზარდა (უფრო ახალგაზრდებში). ისიც შემაშფოთებელია, რომ მომხმარებელთა შორის არიან 19-20-21 წლის გოგონებიც, რომლებიც არა მარტო მარიხუანასა და ბუპრენორფინს, არამედ “ამფეტამინსაც” მოიხმარენ მოწევით თუ ინტრავენურად, რაც ძალიან საშიშია ჩვენი გენოფონდისთვის. გაზრდილია კლუბური ნარკოტიკების – LSD-MDMA-ს და სხვათა მოხმარებაც. ისინი ონლაინბაზრის მეშვეობით ვრცელდება. პრობლემა მძიმდება სტიმულატორების მოხმარების გამოც.

იმას, რომ ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: 1. ქვეყანაში არ მიმდინარეობს სწორი პრევენციული მუშაობა; 2. მოზარდებთან არასწორად მიდის ინფორმაცია, ცნობიერების ამაღლებაში დიდი ჩამორჩენა გვაქვს; 3. ნარკოტიკის ხელმისაწვდომობა და ამ პრობლემის მართვა.

პანდემიის პერიოდში იყო ინფორმაცია იატაკქვეშა ლაბორატორიების ჩამოყალიბებასა და იქ “ამფეტამინის” წარმოებაზე, რაც არცთუ ისე რთულია. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე წლის წინ ინფორმაცია თვითონ შსს-დან გავრცელდა. ახლა ეს პრობლემა უფრო გამწვავდა, ვინაიდან “ამფეტამინი” მასშტაბურად შემოედინება ქვეყანაში. უახლოეს პერიოდში თუ რაღაც რადიკალურად არ შეიცვალა, შეიძლება უმძიმესი კატასტროფის წინაშე დავდგეთ. ამ პრობლემასთან ბრძოლა ძალიან რთულია, რასაც, სამწუხაროდ, შსს ვერ ერევა.

“კვირის პალიტრა”

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ლანჩხუთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

17:23; 9 თებერვალი, 2026
სამართალი

პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღით თავი მოიკლა _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:59; 9 თებერვალი, 2026
სამართალი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

13:51; 8 თებერვალი, 2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

10:57; 8 თებერვალი, 2026
სამართალი

მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:51; 8 თებერვალი, 2026

"ნუ, გია ხუხაშვილის უკანონო შვილი რომ ვარ, ეგ ძველი ამბავია" _ ბექა ყორშია

ტრაგედია, რომელმაც საქართველოს თავისუფლება მოუტანა

ყველა სიახლე

ფინანსები

ტრიუმფის 80 წელი – საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია

18:48; 9.02.2026
პოლიტიკა

მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის

18:44; 9.02.2026
სამართალი

ლანჩხუთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

17:23; 9.02.2026
პოლიტიკა

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

17:16; 9.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო

17:09; 9.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:09; 9.02.2026
საზოგადოება

“დანარჩენს გამოძიება გვეტყვის”- რა მოხდა ჩოხატაურის ერთ-ერთ სკოლაში

15:27; 9.02.2026
საზოგადოება

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

13:20; 9.02.2026
ფინანსები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

13:14; 9.02.2026
საზოგადოება

სიმონ ჯანაშია _ ის, რაც ნგრევისკენ არის მიმართული, უნდა გაჩერდეს

12:22; 9.02.2026
სამართალი

პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღით თავი მოიკლა _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:59; 9.02.2026
საზოგადოება

არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

11:17; 9.02.2026
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის გარემოს დაცვის მონიტორინგის გეგმა და მისი აღსრულება

11:07; 9.02.2026
საზოგადოება

“ძალიან ძნელია სიტყვების პოვნა…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

10:52; 9.02.2026
ზაფრანი

ასტროლოგია და კომერციული ნიჭი   

9:58; 9.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო