ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ბისიეშვილის ინფორმაციით, ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატების წარმდგენი 5 საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა.
გვიმბრალაურის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია წარმოდგენილი _ ვახტანგ ზენაიშვილი და ბორის ხოფერია; მაჩხვარეთის დამოუკიდებელი კანდიდატობის სურვილი რობერ წილოსანს აქვს; მამათში _ ხვიჩა კილაძეს; ჯურუყვეთში დათო დობორჯგინიძეს.
თამარ ბისიეშვილის თქმით, საინიციატივო ჯგუფებმა, კანდიდატების მხარდამჭერი სიები, კანონით გათვალისწინებულ ვადაში უნდა წარმოადგინონ, რის შემდეგაც სიების გადამოწმება მოხდება და ხარვეზის არ არსებობის შემთხვევაში კანდიდატები დარეგისტრირდებიან.