54-ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნანა იმნაძის მიერ მოწოდებული წინასწარი მონაცემებით ადგილობრივი 11 მაჟორიტარული ოლქიდან 10 -ში ,,ქართული ოცნების” მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
რაც შეეხება, მერვე, ბაში- იანეთის მაჟორიტარულ ოლქს, აქ შესაძლებელია, დადგეს მეორე ტურის ჩატარების ალბათობა. ,,ოცნებიდან” პაატა კოხრეიძე და ,, ნაციონალებიდან” ალექსანდრე კოხრეიძე-მეორე ტურში გადავა ეს ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები, რომლებმაც ვერ მიიღეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 40 პროცენტს პლუს ერთი.
დანარჩენ 10 მაჟორიტარულ უბანზე გამარჯვებული ,,ოცნების” კანდიდატები არიან: ქალაქის პირველ, მეორე და მესამე უბნებში-ზაზა ადეიშვილი, ნათია პაპავა და დავით ჯანელიძე, ნაბაკევის თემში-ვაჟა სტურუა, კულაში-ღანირი-გოჩა არველაძე,ეწერი-მელაური-მერაბ უღრელიძე, დიდი ჯიხაიში-გოგი ლეჟავა, გომი-ოფეთი-ჯონი თევზაძე, გორმაღალი-საჯავახო-გიორგი გაგუა, გამოჩინებული-ტოლები-ილია მჟავია. ნანა იმნაძის განმარტებით, შესაძლებელია, აქაც მეორე ტური გაიმართოს.
[sexy_author_bio]