მალხაზ ასლამაზაშვილ, ნინია კაკაბაძე, დონარა შონავა, ზაზა შათირიშვილი, იზაბელა ოსიპოვა, ხატია ყურაშვილი, ზვიად დევდარიანი, ბესო ლილუაშვილი, ნათია სირაბიძე, ვლადიმერ ბოჟაძე, ია მამალაძე, ნათია კობერიძე, ბაია პატარაია, დავით კორახაშვილი _ ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობა სურთ.
მაუწყებლის ბორდში ოთხი ვაკანტური ადგილია და თოთხმეტი კონკურსატიდან საუკეთესოები იმ კომისიამ უნდა შეარჩიოს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ დაამტკიცა.
ცხრა წევრისაგან შემდგარი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ დირექტორი თინათინ რუხაძეა, ხოლო კომისიის მდივნი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მედიაპროგრამების მენეჯერი მამუკა ანდღულაძე.
კომისიაში შედიან:სოსო გალუმაშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი, PR სააგენტო “ჯეპრას” დამფუძნებელი და კონსულტანტი; ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი; ბონდო მძინარაშვილი – ტელერადიოკომპანია “ობიექტივის” მთავარი რედაქტორი; ოთარ ტატიშვილი – ექიმი, ტელეწამყვანი; სალომე უგულავა – ჟურნალისტი, “ტაბულას” მთავარი რედაქტორი; ბასა ფოცხიშვილი – რეჟისორი, სტუდია 123–ის დამფუძნებელი და დავით ცხადაძე – კინოოპერატორი, ხელოვნებათმცოდნე.
კომისიამ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები 13 მარტამდე უნდა შეარჩიოს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს.