სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის 30 დეკემბრის განკარგულებაში.
დოკუმენტი, რომელსაც ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს, აღნიშნულია: „სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი კობახიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის წევრი;
დავით სონღულაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, კომისიის წევრი;
ლაშა ხუციშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის წევრი;
მიხეილ სარჯველაძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი;
მამუკა მდინარაძე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
ლევან ჟორჟოლიანი − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, კომისიის წევრი;
ირაკლი ლექვინაძე – სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი.

































































