თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად, მოწამლული და-ძმა, ოზურგეთელი ნინო და გიორგი კობიძეები, როგორც მთელმა საქართველომ შეიტყო, გუშინ საღამოს გადაიყვანეს საავადმყოფოში. ნინო კობიძის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ის გარდაიცვალა და ოზურგეთში დღეს გადმოასვენებენ.
როგორც „გურია ნიუსს “ უთხრეს, უკეთესად არის გიორგი კობიძე. ანალიზები დადებითია და დღეს აპარატიდან მოხსნიან.
გიორგი და ნინო კობიძეები ოზურგეთში , აღმაშენებლის ქუჩაზე ცხოვრობენ. დედა თურქეთში მუშაობს და გუშინვე ჩამოფრინდა. ბავშვების მამა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.
_საოცარი და-ძმაა, ნინო, ფაქტიურად ზრდიდა გიორგის. დედა თურქეთში მუშაობდა, რომ შვილისთვის სწავლის საფასური გადაეხადა. ასევე ნინო მუშაობდა თბილისში და უმცროს ძმას თავს ევლებოდა. წმიდა ნინოს სახელობის ოზურგეთის სამრევლო სკოლაში სწავლისს, სკოლაში მათი გამოჩენა ზეიმი იყო. ნინო ფაქტიურად, დედობასაც უწევდა. ძალიან ზრდილობიანი, უსაზღვროდ კარგი ახალგაზრდები… გული გამისკდეს, ლამის… ვერ ვსაუბრობ. ნინოს და გიორგის ასევე ერთი მცირეწლოვანი ძმა ჰყავთ ტრაგიკულად დაღუპული_ პატარა ბიჭს სახლის წინ მანქანა დაეჯახა… რა გითხრათ, არ ვიცი… გიორგიზე ვლოცულობთ…_ ტირილით გვესაუბრა გიორგი კობიძის მასწავლებელი ლელა საჯაია.