თბილისში ერთი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა საბურთალოზე, მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი კაცი ბიზნესმენი ალეკო გამჯაშვილია. თვითმხილველების თქმით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.
წყარო: პრაიმტაიმი