დუტა სხირტლაძის შოუს „უპასუხე საქართველოს“ გამარჯვებული ოზურგეთელი ზურა ვაშალომიძე და მისი მეგობარი, თბილისელი ლუკა ლომსაძეა.
ზურა ვაშალომიძემ გასულ წელს დაამთავრა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლა და ასპროცენტიანი გრანტით სან დიეგოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ეუფლება კომპიუტერულ მეცნიერებებს.
_ 24 ათასი ლარი მოვიგეთ. ეს თანხა შუაზე იყოფა. მიხარია თანხაც, რა თქმა უნდა, თუმცა, ასე მასშტაბურად ჩემი ინტელექტუალური შესაძლებლობების დამტკიცება პირველად შევძელი და ეს უფრო დიდ სიხარულს მგვრის, – თქვა „გურია ნიუსთან“ ზურა ვაშალომიძემ, რომელზეც მშობლიურ ოზურგეთში ახლა ასე ხუმრობენ: ზურიკელა ვაშალომიძემ საქართველოს უპასუხა!
რას იზამენ 19 წლის ბიჭები? დიახ, რას იზამენ, იმედის ეთერით, მომავალ შაბათს ამას მთელი საქართველო, და რა თქმა უნდა, ზურას მშობლიური გურია ნახავს!
„გურია ნიუსი“ ულევ წარმატებებს უსურვებს თანამედროვე ზურიკელა ვაშალომიძეს, საამაყო ბიჭს!