საქართველო-თურქეთის თამაშიდან, სტადიონზე მყოფი ქართველი გულშემატკივრების არაერთი ამაღელვებელი ფოტო გავრცელდა.
მათ შორის ყველაზე გამორჩეული მაინც ერთი ფოტოა, რომელზეც თურქი გულშემატკივრების სექტორში, ერთი ქართველის მიერ აფრიალებული საქართველოს დროშა ჩანს.
მეორე დღეა, რაც უცნობ მამაკაცს სოციალურ ქსელში გამბედაობას უქებენ, წერენ, რომ უცნობმა მამაკაცმა გერმანიაში თავისი “დიდგორი მოიგო”. ზოგიერთი მათგანი იმასაც კითხულობს, თუ როგორ გადაურჩა თურქ გულშემატკივრებს.
როგორც ambebi.ge იუწყება, დროშიანი მამაკაცი თენგო ჯანაშიაა. ის მატჩზე დასასწრებად, მეუღლესთან ხათუნა დარჯანიასთან და ორ ვაჟთან ერთად საქართველოდან გერმანიაში ჩავიდა.
ვრცლად: ambebi.ge