“ვინ არის მოსამართლე ვერა დოლიძე, რომელმაც დღეს მზიას მეორე სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარი თქვა?
2010 წელს ვერა დოლიძემ სასამართლოში მოწმედ გამოიძახა 2 წლით ადრე წამებით მოკლული სამხედრო, როინ შავაძე (!) (წარმოუდგენელი ცინიზმი და ჭირისუფლის აბუჩად აგდება იყო ამის გაკეთება).
2011 წელს ბსუ-ს სტუდენტს, ამჟამად კი “ოცნების” დეპუტატს აჭარის უმაღლეს საბჭოში, ცოტნე ანანიძეს, აჭარის ტელევიზიის შენობასთან მომხდარის გამო, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვისი ჩვენების საფუძველზე დააკავეს მაშინ ცოტნე ანანიძე? ერთ-ერთი მოწმე თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე იყო, რომელიც მაშინაც პოლიციაში მუშაობდა.
ვერა დოლიძეა ის მოსამართლე, რომელმაც 2009-2012 წლებში ბათუმში მოსამართლეობისას ხალხს თავი იმით დაამახსოვრა, რომ გამამართლებელი განაჩენი არავისთვის გამოუტანია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაყვანის შემდეგ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამართლებული მოქალაქეები ციხეში შეაბრუნა გამამტუნებელი განაჩენებით.
————
“ხომ გაიგე, ცოტნე”, – ასე მიმართა ვერა დოლიძემ ცოტნე ანანიძეს 14 წლის წინ, როცა პატიმრობაში უშვებდა ისე, რომ არც კი დაუსაბუთებია, რატომ თვლიდა აუცილებლად პოლიტიკური აქტივისტის ციხეში გაშვებას”,_ აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში მალხაზ ჭკადუა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ბათუმის ოფისის კოორდინატორი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი წერს.































































