საქართველოს ოთხი მოწვევის პარლამენტარი გოდერძი ბუკია პირველად 1995 წლის შემოდგომაზე გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. გარდა ამისა, გოდერძი ბუკია იყო პარლამენტის წევრი 2004, 2008 და 2012 წლებში. 2004-2012 წლებში ის ,,ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარად იყო წარდგენილი.
2016 წელს კი იყო ,,ქართული ოცნებიდან“ ხობის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. თუმცა, 20 აგვისტოს გოდერძი ბუკიამ თავისი კანდიდატურა მოხსნა და ამის მიზეზად რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო პროექტში მონაწილეობა დაასახელა. 2016 წლის 21 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხობის #64 ოლქის მაჟორიტარად გოდერძი ბუკიას ნაცვლად ირაკლი ბერაია წარადგინა.
საპარლამენტო საქმიანობის გარდა, ბუკიას ბიოგრაფია ასე გამოიყურება:
გოდერძი ბუკიამ 1975 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1975-1990 წლებში ეკავა ხელმძღვანელი პარტიული თანამდებობები კომკავშირსა და კომპარტიაში. 1990-1995 წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას. 1995 წლის მარტში იყო საქართველოს ელჩი რუსეთში.