ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული სტუდია “რიბირაბოს“ მომღერალი მოუსმინეთ თამუნა ლილუაშვილი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე _ ,,მსოფლიო ჩემპიონის ვარსკვლავი Wcopa 2019“ გამარჯვებული გახდა.
“რიბირაბოს“ პროდიუსერის ნინო მამფორიას თქმით, ფესტივალი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა და მასში მონაწილეობას 64 ქვეყანა იღებდა.
“კონკურსის ფინალამდე ორ ქასთინგზე მოგვიხდა გასვლას. პირველ ეტაპზე კალიფორნიაში 64 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობაა. ეს პროექტი არის “ნიჭიერის“ ანალოგი, მაგრამ უფრო დიდი მასშტაბის. თამუნამ წარმატებულად გაიარა ყველა ეტაპი და გალაკონცერტზე ნიუ-ორკის საგზური მოიპოვა. ფინალში ხუთი მონაწილე მოხვდა. მთლიან ჯამში თამუნამ გაიმარჯვა სამ ნომინაციაში _ ის გახდა ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლის მფლობელი“, _ გვითხრა ნინო მამფორიამ.
თამუნა სამი წლიდან მღერის. ის არის სხვადასხვა კონკურსის შვიდგზის გრან-პრის მფლობელი.
“პირველ რიგში მადლობა ყურადღებისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ამერიკაში გამართულ კონკურსზე ვასახელე საქართველო“, _ გვითხრა კონკურსის გამარჯვებულმა.
თამარისთვის 2020 წლისთვის მეტად დატვირთული იქნება:
“ამერიკაში ყოფნის დროს გამომიჩნდა, როგორც სპონსორი, ასევე პროდიუსერი. მომავალ წელს მისრულდება 18 წელი და სწორედ მაგ დროს მოხდება კონტრაქტის გაფორმება. დაგეგმილია ალბომის ჩაწერა. ასევე, ვემზადები ეროვნული გამოცდებისთვის და აქედან გამომდინარე, 2020 წელი ჩემთვის დიდი გამოწვევების და წარმატებების წელი უნდა იყოს“, _ ამბობს თამუნა.
კონკურსის გამარჯვებულ თამუნა ლილუაშვილს გადაეცა ფულადი ჯილდო და ორი საგზური იტალიაში და ლიტვაში.