ცნობილია ქალის ვინაობა, რომელიც მეუღლემ თურქეთში, ძმაკაცთან ერთად მოკლა. გარდაცვლილი ქალი რიტა ეგნატაშვილია.
შეგახსენებთ, 25 აგვისტოს, თურქეთში, საქართველოს მოქალაქემ 2 ადამიანის მოკლა და შემდეგ, თავი მოიკლა. მკვლელობა საქართველოს საზღვართან ახლოს, არჰავის რაიონში მოხდა.
მამაკაცი, შაქრო ეგნატაშვილი, ცოლთან და მეგობართან ერთად, საქართველოდან
ართვინში სამუშაოდ იყო ჩასული. მკვლელობა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე
მოხდა, რადგან სახლში უცებ მისულ მამაკაცს მეუღლე რიტა ეგნატაშვილი და მეგობარი ხვიჩა ოსანაძე ერთად დახვდნენ. მამაკაცი ცოლს დანით დაესხა თავს, მეგობარს ხვიჩა
ოსანაძეს კი იარაღიდან ესროლა. მოგვიანებით სწორედ ამ იარაღით მოიკლა თავი.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას რიტა ეგნატაშვილი და ხვიჩა ოსანაძე გარდაცვლილები დახვდნენ.
წყარო: exclusivenews.ge