საქართველოში ამ დროისთვის 21 იახტა არის გაყიდული – ამის შესახებ „რამზეს იახტს“-ის დამფუძნებელმა გიორგი ჩიკვაიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე ძვირად ღირებული შეკვეთა 2023 წელს მიიღო და ის 2025 წლის მაისში უნდა ჩააბაროს.
„2023 წელს მივიღეთ ერთი ძალიან დიდი პროექტი, 36-მეტრიანი და 4-სართულიანი იახტა, რომელსაც 2025 წლის მაისში ვაბარებთ. ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი, რაც გვქონია ჩვენი არსებობის განმავლობაში და ამ იახტის ღირებულება 17 მლნ დოლარია“ – აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე.