როგორც ცოტა ხნის წინ ვიუწყებოდით, რუსეთში, ქალაქ ულიანოვსკთან მომხდარ უმძიმეს ავარიას ქართველი ახალგაზრდა ემსხვერპლა.
“გურია ნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილი სენაკის მკვიდრი, თემურ ყურაშვილია. მას სამშობლოში, სავარაუდოდ, დღეს მოასვენებენ.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევაში, რომელიც 21 აგვისტოს მოხდა, 5 სატრანსპორტო საშუალება მონაწილეობდა, 2 სატვირთო, სამარშუტო ტაქსი და 2 მსუბუქი ავტომობილი. მომხდარის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 16 ადამიანი.