რუსეთში მოკლული ახალგაზრდა ოზურგეთელი მამუკა დარჩია არის.
ის დაახლოებით 20 წელზე მეტია მოსკოვში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად.
როგორც მამუკა დარჩიას მეგობარი გვეუბნება, ის კეთილშობილი ადამიანი იყო.
“რამდენიმე წელი ბაილეთის საშუალო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ მშობლებთან ერთად რუსეთში წავიდა, “_ გვითხრა რესპონდენტმა.
გარდაცვლილის ჩამოსვენება საქართველოში სავარაუდოდ ორ დღეში მოხდება.