მორიელი
საოცრად ლამაზი და ჭკვიანი და მიმზიდველი ქალია, მაგრამ ცუდი ცოლი. ქმარი მისი მონა ხდება, უნდა შეეგუოს მის რთულ ხასიათს.
თევზები
ზღაპრულ არსებას ჰგავს. მასთან არ მოიწყენთ, განსაკუთრებით, თუ კარგ ხასიათზეა. მამაკაცები მასზე ფანტასტიკურად დამოკიდებულები ხდებიან და განშორების შემდეგ ცხოვრება უფერული ეჩვენებათ.
ლომი
ვიტრინაში გამოდგმულ მდიდრულ თოჯინას ჰგავს. მას ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონდეს – სამკაული, მანქანა… მის გვერდით სხვა ქალები მოსაწყენები და იაფფასიანები არიან, მაგრამ ლომის შენახვასაც ბევრი ფული რომ უნდა?
მშვილდოსანი
ცოლი-სატანა. მას მხოლოდ თქვენი სული აინტერესებს. თუ არ დაუჯერებთ, ჯოჯოხეთის ალში დაიწვებით.
ტყუპი
საშიში ცოლია. ვერაფერს დაუმალავთ, მის მზერას არაფერი გამოეპარება.
ვერძი
საინტერესო სახეობის ცოლია. მთელი ცხოვრება ეცდება ქმრის გადაკეთებას. თანაც, მისთვის სასარგებლოდ.
სასწორი
იდეალური მზარეული, ლამაზი და საუცხოო საყვარელი. ეს იმ დღეებში, როცა კეთილი და ნაზია, სხვა დროს – ისტერიკა და სკანდალები გარანტირებული გაქვთ.
ქალწული
საუკეთესო მეგობარია. წყვილში ლიდერი ის უნდა იყოს, ყველა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. თუ დაქორწინება შესთავაზეთ და გითხრათ: მოვიფიქრებ, გაიქეცით.
კურო
ვერ მოისვენებს, სანამ წარმატებულ მამაკაცად არ გადაგაქცევთ. მაგრამ თუ თავისკენ გამოქანებული მეათასე ვაზა სასაცილოა, ბედნიერებას გისურვებთ.
თხის რქა
იდეალურ ქალს იდეალური მამაკაცი სჭირდება. ის ჭკუით მოქმედებს და არა გულით. თუ კარგად მოიქცევი, გაგაბედნიერებს.
მერწყული
მუდამ ხალისიანი, და მოსიყვარულეა – ყველა მამაკაცის ოცნება, მაგრამ დაქორწინებას არ ჩქარობს…
კირჩხიბი
ლამაზი, ჭკვიანი, იდეალური დიასახლისია. ოჯახი მისთვის უმთავრესია. დაიცავით საოჯახო ღირსება, თორემ, დამსახურებულად დაისჯებით.