უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% შპს პანორამას მიაკუთვნა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ შპს “პანორამა” 2004 წლის 21 ივნისს არის დაფუძნებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია.
შესაბამისად, ამ მონაცემებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 100%-იან წილს, საქართველოს უზენაუესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, დღეიდან, ქიბარ ხალვაში ფლობს.