“გურია ნიუსის” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, ლანჩხუთში დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი, ოზურგეთელი ბიზნესმენი სიკო მეხუზლაა.
მეხუზლა ოზურგეთში რამდენიმე კარიერს ფლობდა.
იგი, რამდენიმე დღის წინ “გურია ნიუსს” დაუკავშირდა და აღნიშნა, რომ მის მიმართ მიზანმიმართულ დევნას ჰქონდა ადგილი.
“თქვენი დახმარება მჭირდება. ძალიან ცუდ დღეში ჩამაყენეს. ხელოვნურად გამაკოტრეს. მიზანმიმართული დევნაა”, _ აღნიშნა ორშაბათს, ჩვენთან საუბრისას მეხუზლამ.
მეხუზლასთან ინტერვიუ, შეთანხმებისამებრ, ამ კვირაში უნდა ჩაწერილიყო, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ იგი დღეს დააკავეს.
ამ დროისთვის უცნობია რა ბრალდებით არის დაკავებული მეხუზლა.
აღსანიშნავია, რომ მის მიმართ, სუს-ს ინტერესი ადრეც ჰქონდა.
გასული წლის თებერვალში, მეხუზლა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაჩხრიკეს, ტელეფონი ჩამოართვეს და დაკითხეს კიდეც.
მაშინ მეხუზლას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა, ჩვენ გავარკვიეთ, რომ საქმე ეხებოდა ანტიკორუფციულ სამსახურში მიმდინარე გამოძიებას, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უკანონოდ მოპოვებულ ინერტულ მასალებს ეხება.
ამავე თემაზე: ვინ დაკითხა სუს-მა კარიერების თემაზე და ვისზე გასვლა სურს გამოძიებას