“მთავარის” ინფორმაციით, მუხრანის ცენტრში მოკლული ზურა სანამაშვილი და გია ქილარჯიანი არიან. ქილარჯიანისა და სანამაშვილის მკვლელობისთვის ამ დრომდე უცნობია, ჰყავს თუ არა დაკავებული შსს-ს.
გუშინ, მუხრანში ავტომობილში ზურა სანამაშვილი და გია ქილარჯიანი ჩაცხრილეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით – 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.
































































