BBC-ის ინფორმაციით, „რეალ მადრიდის“ მენეჯერი, ზინედინ ზიდანი დაზუსტებით ვერ ამბობს გარეტ ბეილი, კრიშტიანუ რონალდუ და ქარიმ ბენზემა ამ ზაფხულს ისევ ითამაშებენ თუ არა გუნდის შემადგენლობაში.
გავრცელებული ცნობით, „რეალ მადრიდი“ „მონაკოდან“ კილიან მბაპეს 180 მილიონ ევროდ შეძენის მიზნით ბეილის, რონალდუს ან ბენზემას გაყიდვას გეგმავს.
როგორც ცნობილია, „რეალის“ უელსელი ფორვარდის შეძენით დაინტერესებას „მანჩესტერ იუნაიტედი“ გამოთქვამს.
მაუწყებლის ინფორმაციით, გარეთ ბეილის აგენტი,ჯონათან ბარნერტი, ულსელი ფორვარდის მადრიდის „რეალიდან“ წასვლას სისულელეს უწოდებს.
„ეს სასაცილოა, სისულელეა“,_ამბობს ბარნერტი.
როგორც ცნობილია, გასულ სეზონზე ბეილმა ტრავმა მიიღო, რის გამოც თამაში ვეღარ შეძლო და გუნდში ადგილი ისკოს დაუთმო.
მაუწყებლის ცნობით, ის როგორც ფეხბურთელი ზიდანმა აღზარდა და 2016 წლის Ballon d’Or-ის მიერ 30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დასახელდა.
„მინდა ყველა აქ დარჩეს, მაგრამ 31 აგვისტომდე ყველაფერია შესაძლებელი“,_აცხადებს ზიდანი.
როგორც ცნობილია, „მანჩესტერი“ ბეილის შეძენით ჯერ კიდევ 2007 წელს იყო დაინტერესებული, ვიდრე ფეხბურთელი „საუთჰემპტონიდან“ „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში სათამაშოდ გადავიდოდა.
ამავე თემაზე: