გრიპის სეზონი თანდათან აქტიურდება. ნოემბრიდან დეკემბრის ბოლომდე, სეზონური გრიპი პიკს უახლოვდება და პანდემიის პირობებში, როცა კოვიდინფექცია არსებობს, მოსახლობის შიში ორმაგდება.
ამიტომ ბევრს აინტერესებს, სად და როგორ მიიღონ და გაიკეთონ ვაქცინა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაშ უკვე 77 ათასი დოზა გრიპის ეფექტური ვაქცინაა შემოტანილი და მიეწოდა ყველა პოლიკლინიკას.
„გურია ნიუსი“ კლინიკა „მედალფას“ დირექტორს, დავით მდინარაძე ესაუბრა და ჰკითხა, პირველ რიგში, ვის მიეწოდება და როგორ გრიპის ვაქცინა.
_ ჩვენთან, დიაგნოსტიკურ ამბულატორიაში ფუნქციონირებს აცრების, იმუნიზაციის ოთახი, სადაც შესაძლებელია, აცრა ჩაუტარდეს ორსულებს, დიაბეტით დაავადებულებს, აივ-ინფიცირებულებს, ც-ჰეპატიტის მქონეებს და მათ, ვისაც სასუნთქი გზების და გულის ქრონიკული დაავადებები აქვთ, _ გვითხრა დავით მდინარაძემ.
კითხვაზე, მიღებულია თუ არა სამყოფი დოზა და ვის ეკუთვნის უფასო აცრა, ასევე, მითითებული სიის მიღმა არსებულ პირებს, ვისაც აცრის სურვილი ექნება, როგორ გაუკეთდება, გვიპასუხა კლინიკა „მედალფას“ამბულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მანანა კოპლატაძემ:
_ აცრა პირველ რიგში ჩაუტარდებათ ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებთ, აივ ინფიცირებულებს, ორსულებს. თუმცა, სამყოფი რაოდენობით დღეისთვის არ გვაქვს ვაქცინა. ჩვენ გვითხრეს, რომ ეტაპობრივად მოგვაწოდებენ და ასეც იქნება. რაც შეეხება სხვას , დანარჩენს, ვისაც ვაქცინის გაკეთების სურვილი ექნება, თუ პირი სიაში ჩამოთვლილთა შორისარ მოიაზრება, თუმცა აწუხებს კონკრეტული დაავადება, შესაძლებელია მიმართვის გაკეთება, – გვითხრა ქალბატონმა მანანამ.